რა ქონებას ფლობს ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თოთლაძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თოთლაძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა

ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ.

ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 39 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ქონებრივ მდგომარეობასა და შემოსავლებს - ხათუნა თოთლაძემ დელარაცია 2019 წლის დეკემბერში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 4 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 10 მიწის ნაკვეთი, ერთი არასაცხოვრებელი ფართი და 3 ავტოფარეხი.

დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს, ასევე Mercedes SLC-ს.

ფინანსები

ხათუნა თოთლაძეს მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე უდევს 110 334 დოლარი, სახელფასო ანგარიშზე - 20 277 ლარი, ანაბარზე - 52 000 დოლარი, შემნახველის ანგარიშზე - 913 280 დოლარი, საბარათე ანგარიშზე -12 487 დოლარი და 50 152 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე - 8761 ლარი. გაგრძელება