ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"კორონავირუსი მეეზოვესა და ერთ ექიმს დაუდასტურდა. მათ გეგმური კვლევა ჩაუტარდა და ასე გამოიკვეთა. სხვა ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება
აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას",- აცხადებს ციური აბულაძე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები