იგეგმება თუ არა კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა?
იგეგმება თუ არა კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კარანტინის 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის"გადაცემა "რეზიუმეში"ისაუბრა, რითიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 14-დღიანი საკარანტინო ვადა არ უნდა შეიცვალოს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში კარანტინში ყოფნის ვადის ცვლილება არასწორად იქნა გაგებული.

მისი თქმით, 8-დღიანი კარანტინის გავლა, მხოლოდ ქვეყანაში შემომსვლელებს უწევთ, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებისთვის კარანტინის ვადად განისაზღვრება 12 დღე.

იმნაძის შეფასებით, აღნიშნული
მიდგომა ამართლებს.

"არასწორად იქნა გაგებული, ჩვენ ეს კარანტინი გვაქვს 8- დღიანი და მეთორმეტე დღეს კიდევ გადამოწმება ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის. ხოლო, ვინც დაავადებულის უშუალო კონტაქტია, მათთვის არაფერი შეცვლილა, 14 დღე არ გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის გვაქვს მე-12 დღეს გატესტვა. ანუ, მეცამეტე დღეს ვუშვებთ კარანტინიდან.

ჩვენი მიდგომა
ჯერჯერობით აბსოლუტურად ამართლებს, ანუ განსხვავება იმაშია, რომ თუ შენ დადასტურებულთან კონტაქტი ხარ, მაშინ გიწევს 12-დღიანი კარანტინი ჩვენი კანონებით, ხოლო თუ შენ უბრალოდ, შემოდიხარ ქვეყანაში, მაშინ გიწევს ის 8-დღიანი კარანტინი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 14-დღიან ვადაზე გადასვლა არ იგეგმება.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსი ოფიცრის კეთრინ სმოლვუდის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული 14-დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, რეკომენდაცია ემყარება ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ ახსნას.



"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები