"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია..." - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებიც გაჰიტდა
"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია..." - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებიც გაჰიტდა
სა­ო­ცა­რი ბი­ჭუ­ნას ვი­დე­ომ ცოტა ხნის წინ "ფე­სი­ბუქ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა" აღაფრ­თო­ვა­ნა და აა­ფო­რი­ა­ქა. ეს არის ვი­დეო, სა­დაც 5 წლის ნი­კო­ლო­ზი უკ­რავს და დე­დას­თან ერ­თად მღე­რის... ბი­ჭუ­ნამ დაკ­ვრა ძა­ლი­ან პა­ტა­რამ და თა­ვი­სით და­ი­წყო, პირ­ვე­ლად სრულ­ყო­ფი­ლად, 2 წლი­სა და 2 თვის ასაკ­ში შეძ­ლო ეს და გა­ა­ო­ცა კი­დეც ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ნი­კო­ლო­ზი მშობ­ლე­ბის მე­სა­მე შვი­ლია და მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი უნა­რის მქო­ნე ბავ­შვია. ნი­ჭი­ე­რი ნი­კო­ლოზ თო­ხა­ძის ახ­ლოს გა­საც­ნო­ბად AMBEBI.GE მის დე­დი­კოს, ეკა უდე­სი­ანს ესა­უბ­რა: "ვი­დომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­ო­ცე­ბა და
აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, ცოტა კი გვიკ­ვირს, მაგ­რამ ყვე­ლას მად­ლო­ბა ამ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის­თვის... ნი­კო­ლო­ზის ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვას უფრო იმი­ტომ ვბე­დავ ხოლ­მე, რომ რამე არ გა­მომ­რჩეს ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ით და იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მირ­ჩი­ოს, შე­მომ­თა­ვა­ზოს, რომ მისი მო­ნა­ცე­მე­ბი არ და­ი­კარ­გოს... ნი­კომ ნო­ტე­ბი არა თუ არ იცის, მას მხედ­ვე­ლო­ბის ისე­თი
მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რომ თუ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ჩა­ვე­რი­ეთ, ვერც ის­წავ­ლის... ბავ­შვი რე­ზუს­კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ი­ბა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ამან კი მხედ­ვე­ლო­ბის დიდი პრობ­ლე­მა და­უ­ტო­ვა, რად­გან თავ­ში ჩაქ­ცე­ვა ჰქონ­და და მხედ­ვე­ლო­ბა და­უ­ზი­ა­ნა. ბავ­შვი შორს ვერ ხე­დავს, ახ­ლო­და­ნაც საგ­ნებს ცუ­დად არ­ჩევს, თუმ­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დად­გი­ლე­ბას ახერ­ხებს, ფე­რებ­საც არ­ჩევს, რა­ღაც პო­ზი­ტი­ვე­ბი გვაქვს... გერ­მა­ნი­ა­ში, ჰა­ნო­ვე­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შიც გვყავ­და, სა­დაც ისევ და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, 7 ოქ­ტომ­ბერს იქ უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის და შე­ფე­ხე­ბის გამო რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცით. არა­და, თუ მხედ­ვე­ლო­ბა არ გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და, ნიკო ვერც ნო­ტებს და­ი­ნა­ხავს და შემ­დეგ წელს სკო­ლა­ში უნდა წა­ვი­დეს და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც კი­თხვას შეძ­ლებს. ამი­ტომ ჩვე­ნი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა ახლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 100%-იან გა­რან­ტი­ას ვერ იძ­ლე­ვი­ან, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი წინსვლა ექ­ნე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ეკა.

- რო­გორ და რო­დის გა­არ­კვი­ეთ, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა ჰქონ­და და პირ­ვე­ლად რო­დის და­უკ­რა?


- ვი­დე­ოც მაქვს ერთი წლის ასაკ­ში გა­და­ვუ­ღე, როცა პი­ა­ნი­ნი­ოს უც­ნა­უ­რად უბ­რა­ხუ­ნებს, უს­მენს და მივ­ხვდით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აინ­ტე­რე­სებს მუ­სი­კა. იმ პე­რი­ოდ­ში მო­ცარტს აქ­ტი­უ­რად ვუს­მენ­დით და სა­ერ­თოდ, რე­პერ­ტუ­არს ვურ­ჩევ­დით, რის­თვის მო­ეს­მი­ნა... 2 წლის და 2 თვის იყო, რომ ვუ­თხა­რი, - დე­დი­კო, "ფიფ­ქე­ბი" და­უ­კა­რი-მეთ­ქი და ბავ­შვმა მა­შინ­ვე და­ი­წყო იმის სრულ­ყო­ფი­ლად გად­მო­ცე­მა, რაც მინ­დო­და. ექ­სპრომ­ტად ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე. ეს არ არის რა­საკ­ვირ­ვე­ლია სწავ­ლის შე­დე­გი, ეს არის სმე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ხან­და­ხან ვამ­ბობ, ნი­კოს 100%-იანი მხედ­ვე­ლო­ბა რომ ჰქო­ნო­და, შე­საძ­ლოა, ინ­სტრუ­მენ­ტით არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო. იმის გამო, რომ ცუ­დად ხე­დავს, ამი­ტომ ხმე­ბით ერ­თო­ბა და ძა­ლი­ან უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ჟღე­რა­დი, მათ შო­რის, ინ­სტრუ­მენ­ტი...რო­გორც წესი, ამ ასაკ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს, ინ­სტრუ­მენ­ტით ასე ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა. ასე რომ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მაა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ნი­კოს ფორ­ტე­პი­ა­ნო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბის ამ­ბავ­ში. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები