"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია..." - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებიც გაჰიტდა - კვირის პალიტრა

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია..." - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებიც გაჰიტდა

საოცარი ბიჭუნას ვიდეომ ცოტა ხნის წინ "ფესიბუქსაზოგადოება" აღაფრთოვანა და ააფორიაქა. ეს არის ვიდეო, სადაც 5 წლის ნიკოლოზი უკრავს და დედასთან ერთად მღერის... ბიჭუნამ დაკვრა ძალიან პატარამ და თავისით დაიწყო, პირველად სრულყოფილად, 2 წლისა და 2 თვის ასაკში შეძლო ეს და გააოცა კიდეც ოჯახის წევრები. ნიკოლოზი მშობლების მესამე შვილია და მართლაც გასაოცარი უნარის მქონე ბავშვია. ნიჭიერი ნიკოლოზ თოხაძის ახლოს გასაცნობად AMBEBI.GE მის დედიკოს, ეკა უდესიანს ესაუბრა: "ვიდომ ბევრი ადამიანის გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია, ცოტა კი გვიკვირს, მაგრამ ყველას მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვის... ნიკოლოზის ვიდეოს ატვირთვას უფრო იმიტომ ვბედავ ხოლმე, რომ რამე არ გამომრჩეს ბავშვთან დაკავშირეით და იქნებ ვინმემ რაღაც განსხვავებული მირჩიოს, შემომთავაზოს, რომ მისი მონაცემები არ დაიკარგოს... ნიკომ ნოტები არა თუ არ იცის, მას მხედველობის ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ თუ სერიოზულად არ ჩავერიეთ, ვერც ისწავლის... ბავშვი რეზუსკონფლიქტის შედეგად დაიბადა და ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა. ამან კი მხედველობის დიდი პრობლემა დაუტოვა, რადგან თავში ჩაქცევა ჰქონდა და მხედველობა დაუზიანა. ბავშვი შორს ვერ ხედავს, ახლოდანაც საგნებს ცუდად არჩევს, თუმცა დამოუკიდებლად გადადგილებას ახერხებს, ფერებსაც არჩევს, რაღაც პოზიტივები გვაქვს... გერმანიაში, ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც გვყავდა, სადაც ისევ დაბარებულები ვართ, 7 ოქტომბერს იქ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ შეზღუდვების და შეფეხების გამო რა იქნება, არ ვიცით. არადა, თუ მხედველობა არ გაუუმჯობესდა, ნიკო ვერც ნოტებს დაინახავს და შემდეგ წელს სკოლაში უნდა წავიდეს და დამოუკიდებლად ვერც კითხვას შეძლებს. ამიტომ ჩვენი გერმანიაში გამგზავრება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 100%-იან გარანტიას ვერ იძლევიან, მაგრამ გარკვეული წინსვლა ექნება. მხედველობა გაუუმჯობესდება," - აღნიშნავს ქალბატონი ეკა.

- როგორ და როდის გაარკვიეთ, რომ მუსიკალური სმენა ჰქონდა და პირველად როდის დაუკრა?

- ვიდეოც მაქვს ერთი წლის ასაკში გადავუღე, როცა პიანინიოს უცნაურად უბრახუნებს, უსმენს და მივხვდით, რომ განსაკუთრებულად აინტერესებს მუსიკა. იმ პერიოდში მოცარტს აქტიურად ვუსმენდით და საერთოდ, რეპერტუარს ვურჩევდით, რისთვის მოესმინა... 2 წლის და 2 თვის იყო, რომ ვუთხარი, - დედიკო, "ფიფქები" დაუკარი-მეთქი და ბავშვმა მაშინვე დაიწყო იმის სრულყოფილად გადმოცემა, რაც მინდოდა. ექსპრომტად ვიდეოც ჩავწერე. ეს არ არის რასაკვირველია სწავლის შედეგი, ეს არის სმენის დამსახურება. ხანდახან ვამბობ, ნიკოს 100%-იანი მხედველობა რომ ჰქონოდა, შესაძლოა, ინსტრუმენტით არც დაინტერესებულიყო. იმის გამო, რომ ცუდად ხედავს, ამიტომ ხმებით ერთობა და ძალიან უყვარს ყველაფერი ჟღერადი, მათ შორის, ინსტრუმენტი...როგორც წესი, ამ ასაკში ჩვეულებრივი ბავშვი, თუ განსაკუთრებული მონაცემები არ აქვს, ინსტრუმენტით ასე ნაკლებად ინტერესდება. ასე რომ, მხედველობის პრობლემაა მაპროვოცირებელი ნიკოს ფორტეპიანოთი დაინტერესების ამბავში. იხილეთ სრულად