თბილისის "ლოკომოტივთან" წაგების შემდეგ, მოსკოვის "დინამოში" მთავარი მწვრთნელის შემცვლელის ძებნა დაიწყეს
18-09-2020
თბილისის "ლოკომოტივთან" წაგების შემდეგ, მოსკოვის "დინამოში" მთავარი მწვრთნელის შემცვლელის ძებნა დაიწყეს
მოსკოვის "დინამოში" მთავარი მწვრთნელის, კირილ ნოვიკოვის შემცვლელის ძებნა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "ჩემპიონატი" ავრცელებს, რომლისთვისაც ინფორმაცია ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

შესაძლოა, კლუბმა ნოვიკოვი უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მან გუნდს 21 სექტემბერს, კლუბ "ახმატის" წინააღმდეგ მატჩში უხელმძღვანელოს.

უეფა-ს "ევროპა ლიგის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის დინამომ 2:1 წააგო, რის შედეგადაც რუსები ტურნირს გამოეთიშნენ.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?