სად გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია - კვირის პალიტრა

სად გამოვლინდა კოვიდ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1.

გამოჯანმრთელებულების რიცხვის მოხლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მიისვე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.

"ინტერპრესნიუსი"