გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში - კვირის პალიტრა

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში

ambebi.ge - ს ინფორმაციით, პოლიციამ, კახეთში, დაჭრის მუხლით შუახნის მამაკაცი და გარყვნილი ქმედების გამო ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა.

საქმე შეეხება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით დაზიანება ყურის არეში მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების თქმით, 15 წლამდე მოზარდმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში საგარეჯოში, პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილი მოზარდების მამის გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ის დამნაშავე არ არის, რადგან ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა გაიგო, რომ მის შვილებზე გარყვნილ ქმედებას მისივე თანასოფლელი არასრულწლოვანი ცდილობდა. გაგრძელება