გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში
18-09-2020
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში
ambebi.ge - ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ, კა­ხეთ­ში, დაჭ­რის მუხ­ლით შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის გამო ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გი­ორ­გიწ­მინ­და­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც თა­ნა­სოფ­ლელ­მა თა­ნა­სოფ­ლელს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა ყუ­რის არე­ში მი­ა­ყე­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 15 წლამ­დე მო­ზარ­დმა ორ არას­რულ­წლო­ვან­ზე გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­სა­ხე­ბაც მო­ზარ­დე­ბის მა­მამ შე­ი­ტყო და მის თა­ნა­სოფ­ლელ არას­რულ­წლო­ვანს ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, შემ­დეგ კი შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ცივი
ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში სა­გა­რე­ჯო­ში, პო­ლი­ცი­ას­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. გი­ორ­გიწ­მინ­დას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მო­ზარ­დე­ბის მა­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის დამ­ნა­შა­ვე არ არის, რად­გან ის აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა გა­ი­გო, რომ მის შვი­ლებ­ზე გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას მი­სი­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ცდი­ლობ­და.
გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?