ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 13 კრიტიკული პაციენტია, საიდანაც 4 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი სამკურნალოდ."ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები. მაგრამ, ძირითადად მაინც ესენი გახლავთ უსიმპტომოები, ამ საერთო რიცხვიდან 1639-დან 10-15 პროცენტის ფარგლებში არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გადადიან ძირითადად საკარანტინო სივრცეში და იქ იმართებიან.ასევე გვყავს 13 კრიტიკული პაციენტი. 5 გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, აქედან 4 აფახაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. მოგეხსენებათ, აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს, თუ რამე მძიმე შემთხვევა არის, სწრაფად გადმოგვყავს ისინი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.8 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მაგრამ ისინი ჟანგბად დამოკიდებულები არიან ინფიცირებულებს შორის მძიმე 70-მდე ადამიანია",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ქვეყანაში სიტუაცია მმართვადია." მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც ძირითადად აჭარის რეგიონის ხარჯზე ხდება, ვინაიდან ეპიდაფეთქებაა და ყველაზე ცხელი წერტილია, სიტუაცია სრულად მართვადია მთელ ქვეყანაში, მათ შორის, აჭარის რეგიონშიც",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.