"ერთი სურვილი რომ გქონდეს, რას ისურვებდიო, დაუფიქრებლად ვეტყოდი, დედაჩემის კარგად ყოფნას-თქო" - გიორგი სუხიტაშვილის ემოციური წერილი დედას
"ერთი სურვილი რომ გქონდეს, რას ისურვებდიო, დაუფიქრებლად ვეტყოდი, დედაჩემის კარგად ყოფნას-თქო" - გიორგი სუხიტაშვილის ემოციური წერილი დედას
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერზდე დედას დაბადების დღეს ემოციური ტექსტით ულოცავს:

"თუ ვინმე მკითხავს, ერთი სურვილი რომ გქონდეს, რას ისურვებდიო, დაუფიქრებლად ვეტყოდი დედაჩემის კარგად ყოფნას-თქო, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე ხშირად მიოცნებია ასეთი შესაძლებლობის ქონაზე. ვიცი, ყველას გვიყვარს დედა და ყველას გვირჩევნია, ამიტომ აქ ამის მტკიცებას არ დავიწყებ. პირველი ვინც მახსენდება,  როცა რამე მაწუხებს ან მტკივა, ან რამე მადარდებს ეს დედაჩემია. ასე მოხდა ბავშვობიდან, ყოველთვის ის იბრძოდა და იბრძვის
იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ. არაფერი ისე ძნელი არ არის, როგორც იმაზე ფიქრი, რომ დედას რაღაცა აწუხებს. ჩემთვის მაგალითია გამძლეობის, ამტანობის, სიმამაცის, მოთმინების და შეუდარებელი ბრძოლისუნარიანობის.
მეამაყება, რომ ასეთი მყავს. არაფერი იმაზე მეტად არ მაძლიერებს, როცა ვიცი. რომ დედას სასწაულის გაკეთება შეუძლია და ამას ყოველ დღე
ამტკიცებს. ორი წლის წინ ვერც დავიჯერებდი, დამოუკიდებლად თუ გაივლიდი, მაგრამ შენ შეძელი და ისევ ფეხზე დგახარ, კარზე ზარს რომ ვრეკავ, ნაბიჯებზე გცნობ როგორ მოდიხარ, ყველა ეს შეგრძნება მახარებს და მაბედნიერებს.

დედი, გილოცავ დაბადების დღეს. ზუსტად 18 სექტემბერს ვიბადები მეც, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი იმედი და ნუგეში ხარ ყოველთვის და ყველგან. ვცდილობ, სულ ვცდილობ უკეთესი ვიყო, იმიტომ, რომ მჯერა, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი შენ გამხნევებს და გაბედნიერებს, ამაზე დიდი სტიმული არაფერია. დედი, მიყვარხარ, მხოლოდ იმიტომ არა, რომ დედა ხარ, იმიტომ, რომ სამაგალითო და ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ!
მუდამ ახალგაზრდა. ჩემთვის ასაკი არასოდეს არ გექნება, ისევ ის ცქრიალა, ხალასი, მშრომელი, მზრუნველი და მოამაგე ხარ.
მიყვარხარ!"- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.




ლელო
19 სექტემბერი 2020 23:58
რა კარგი შვილი ხარ, გიორგი! ბედნიერი დედაშენი...
rusudani
19 სექტემბერი 2020 22:26
შვილს დედას ვერავინ ვერ შეუცვლის, მათ შორის სიყვარულის უხილავი ძაფებია,სანამ დედა ცოცხალი გყავს ბედნიერი ხარ. გაუფრთხილდით დედებს!
maia
19 სექტემბერი 2020 20:26
უფლის მფარველობა ყველგან და ყოველთვის თქვენს დედა-შვილობას, ლამაზი სულის ადამიანო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?