მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა - რა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში?
მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა - რა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში?
ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერმა შეიარაღებული მამაკაცის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა მუქარა არ შეწყვიტა, შემდეგ უკვე მისი მისამართით ისროლა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?