"გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და... აფე­რუმ მის მე­უღ­ლეს, თავ­ზე ად­გას" - რას ჰყვება მეგობარი ზურა დოიჯაშვილზე, რომელიც ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული
"გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და... აფე­რუმ მის მე­უღ­ლეს, თავ­ზე ად­გას" - რას ჰყვება მეგობარი ზურა დოიჯაშვილზე, რომელიც ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული
მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში, კერ­ძოდ, თე­ლა­ვი­ვის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - მე­ხუ­თე თვეა, აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE-ს ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, მუ­სი­კო­სი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ესა­უბ­რა:

"მად­ლო­ბა, რომ ამ უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბით, რო­მე­ლიც ახლა სხვა ქვე­ყა­ნა­შია... არ მახ­სოვს ქარ­თვე­ლი, აქე­დან წას­ვლის შემ­დეგ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად ყო­ფი­ლი­ყოს. ზუ­რა­საც იგი­ვე და­ე­მარ­თა. კი გა­ექ­ცა ყო­ფით პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ მიხ­ვდა, რომ მძი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ
სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილ­თან ზავს დე­ბენ, რად­გა­ნაც სამ­შობ­ლოს შორ­დე­ბი­ან... ზუ­რა­ზეც ამან იმოქ­მე­და, რაც მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მკვეთ­რად აი­სა­ხა.

დიახ, მან და­ტო­ვა თბი­ლი­სი, თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი უბა­ნი, და­შორ­და აქა­უ­რო­ბას, რის გა­მოც ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და... მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რაც მას სჭირს... უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ არის.

მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე თქვენ­თან 3
თვის წი­ნაც ვი­სა­უბ­რე, მაგ­რამ მას მერე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. არ ვიცი, თვი­თონ რას გრძნობს, ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სი­შო­რის გამო გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს. ხომ ვამ­ბობ, აქა­უ­რო­ბამ სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი იცის, გან­სა­კუთ­რე­ბით - თბი­ლის­მა, ძველ­მა უბან­მა, რო­მელ­მაც შე­გიყ­ვა­რა, გას­წავ­ლა სიყ­ვა­რუ­ლი, ბევ­რი რამ, მათ შო­რის, სიმ­ღე­რა, მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ზუ­რას მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ჰქონ­და... სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი და მე­მახ­სოვ­რე­ბა, მას­ზე სულ ასე ვი­ლა­პა­რა­კებ...

ძა­ლი­ან მძი­მედ ვარ, იმი­ტომ კი არა, რომ ცუ­დად არის, ყვე­ლა­ნი სიკ­ვდი­ლის შვი­ლე­ბი ვართ, უკვე 5 თვეა, აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი და ამ­დენ ტან­ჯვას უძ­ლებს. აფე­რუმ მის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ქე­თის და აქვე უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, ყო­ვე­ლი დღის­თვის, სა­ა­თის­თვის, წუ­თის­თვის, წა­მის­თვის, რა­საც მე­უღ­ლის­თვის აკე­თებს - თავ­ზე ად­გას, გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბა.

მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს, მსმე­ნელს, რო­მელ­საც უყ­ვარს ზუ­რას ხე­ლოვ­ნე­ბა, პა­ტივს სცემს მის სიმ­ღე­რებს... ბევ­რი აქვს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი. მისი ჩახ­ლე­ჩი­ლი, ჩახ­რინ­წუ­ლი ხმა ყვე­ლა­ფერს ამ­ბობ­და... გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?