"ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი აღარ მაქვს" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან - კვირის პალიტრა

"ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი აღარ მაქვს" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით ათი დღის წინ დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკიდან კარანტინში გადაიყვანენ, რადგან მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და სამედიცინო მომსახურება აღარ ესაჭიროება.

"წუთებს ვითვლი, დღეს კარანტინში უნდა გადავიდე. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ეს არ ნიშნავს რომ კორონავირუსი აღარ მაქვს, უბრალოდ სამედიცინო მომსახურება აღარ მესაჭიროება. სასტუმროში დაველოდებით როდის დამარცხდება საბოლოოდ და დამტოვებს", - წერს თეონა ცხომელიძე. (წყარო)