სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

“მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"