ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: ცოვიდ 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება !" -წერს ჯაბა ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ასევე "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" 2 წევრს ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს. პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" სხვა ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?