"ყნოს­ვა და გემო დავ­კარ­გე, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და" - რას ამბობს დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"ყნოს­ვა და გემო დავ­კარ­გე, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და" - რას ამბობს დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავად გაასაჯაროვა.

როგორც ამბობს, მანამდე კანანტინის რეჟიმში იყო, შემდეგ კი PCR ტესტი გაიკეთა და დღეს COVID-19-ზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

"ყნოსვა და გემო დავკარგე, თავის ტკივილები მქონდა. კარანტინის ექიმმა დამიწერა რეკომენდაცია, რომ გადავსულიყავი ცხელების ცენტრში, სადაც ამიღეს ღჩღ ტესტი. დღეს პასუხი მოვიდა დადებითი.

სიმბოლურია, რომ 19 სექტემბერს დამიდასტურდა COVID-19 და ამასთანავე, ჩვენი "საქართველოს ლოდიდარობის ალიანსის"ცენტრალური საარჩევნო კომისიის წილისყერაში ამოვიდა ნომერი 19, ჩვენი პარტიის" - აღნიშნა ჯიშკარიანმა "კურიერთან" საუბრისას.