კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან 30 თბილისში ფიქსირდება.

"გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 3306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა.

196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 - გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

"ინტერპრესნიუსი"