"ბავშვების დაბადებიდან პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა"
20-09-2020
"ბავშვების დაბადებიდან პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა"
ჩვე­ნი წინა დი­ა­ლო­გი 26 აპ­რილს შედ­გა, მა­შინ სხვა სი­ტუ­ა­ცია გახ­ლდათ - კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ახა­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო, მუ­სი­კო­სი და ბიზ­ნეს­ლე­დი ია ჩანტლა­ძე ტყუპ­ზე ფეხ­მძი­მედ იყო, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ში დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მე­უღ­ლე იტა­ლი­ა­ში ჰყავ­და, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გამო, ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და.

მას მერე ლა­მის 5 თვე გა­ვი­და... სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა - ია უკვე ტყუ­პის დე­დაა და ორ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პა­ტა­რას ზრდის...

რო­გორ გრძნობს თავს დე­დის ამ­პლუ­ა­ში, რას ჰყვე­ბა თა­ვის შვი­ლებ­ზე, ამას მომ­ღე­რა­ლი ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბობს:

- ჩემი
პა­ტა­რე­ბის სა­ხე­ლე­ბია - მია და ალე­სან­დრო. არი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბი, ცოტა მტი­რა­ლე­ბი და ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი.
დე­დო­ბა მა­გა­რი რა­მეა - ყო­ველ დღეს რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა დაჰ­ყვე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი შფოთ­ვაც. თა­ვი­დან ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო - ფი­ზი­კუ­რა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც. ფი­ზი­კუ­რად იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 თვე ნორ­მა­ლუ­რად არ მძი­ნე­ბია,
რაც ცოტა შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­რა­ლუ­რი სირ­თუ­ლე კი ისაა, რომ როცა ერთ დღე­საც იღ­ვი­ძებ და დედა ხდე­ბი, უკვე ისე იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ხან­და­ხან არც გჯე­რა, რომ ეს შენს თავს ხდე­ბა. აღარ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი სივ­რცე, თა­ვი­სუ­ფა­ლი წა­მიც კი. არა­ვინ თქვას, რომ ფეხ­მძი­მო­ბის 9 თვე დე­დო­ბის­თვის რა­მე­ნა­ი­რად გამ­ზა­დებს. სა­ნამ არ გაჩ­ნდე­ბა ბავ­შვი, მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად ხარ მზად.

თან, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მთე­ლი ამ "სიმ­ძი­მის" დაძ­ლე­ვა მარ­ტოს მო­მი­წია.

ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა თა­ვის ად­გი­ლას დგე­ბა, ჩემი მე­უღ­ლეც ჩემ­თა­ნაა და საქ­მეს ერ­თად ვუ­ძღვე­ბით.

ორი პა­ტა­რის ერ­თდრო­უ­ლად გაზ­რდა შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, ამი­ტომ მყავს დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი. მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

- მე­უღ­ლემ იტა­ლი­ი­დან ჩა­მოს­ვლა რო­დის მო­ა­ხერ­ხა?
- ჯან­კარ­ლო რომ ჩა­მო­ვი­და, ბავ­შვე­ბი უკვე 2,5 თვის იყ­ვნენ. მათი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. მია ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ეღუ­ღუ­ნა მა­მას, რომ გა­ვოც­დი... ალე­სან­დრო ჩა­ე­ხუ­ტა და გა­იტ­რუ­ნა. ჯან­კარ­ლოს­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, თა­ვი­დან დაბ­ნე­უ­ლი გახ­ლდათ, პირ­ველ დღე­ებ­ში უც­ნა­ურ შე­კი­თხვებს სვამ­და - ასე რა­ტომ შვრე­ბა, ისე რა­ტომ შვრე­ბა, რა­ტომ ტი­რის, რა­ტომ იცი­ნის და ა.შ. მერე ბავ­შვე­ბის ხა­სი­ა­თი ნელ-ნელა გა­იც­ნო და ხომ გი­თხა­რით, საქ­მე­ში მთლი­ა­ნად ჩა­ერ­თო. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, არა­მარ­ტო ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სახ­ლის საქ­მე­ებ­შიც.

- მია და ალე­სან­დრო უკვე რამ­ხე­ლე­ბი არი­ან და გა­რეგ­ნუ­ლად ჰგვა­ნან თუ არა ერ­თმა­ნეთს?

- 3 თვის ხდე­ბი­ან. ერ­თმა­ნეთს არც გა­რეგ­ნუ­ლად, არც ხა­სი­ა­თით არ ჰგვა­ნან. მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ყო­ველ დღე ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი მაქვს - რო­გორ იც­ვლე­ბი­ან, ვი­თარ­დე­ბი­ან, რას სწავ­ლო­ბენ და დღი­თი­დღე რო­გორ გვა­გი­ჟე­ბენ.

მია უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტი­პია, შე­უძ­ლია თა­ვის გარ­თო­ბა და მარ­ტოს დიდ­ხანს დარ­ჩე­ნა. ალე­სან­დრო მე­ტად მო­წე­ბე­ბუ­ლი ტი­პია, უყ­ვარს დე­დი­კოს­თან ჩა­ხუ­ტე­ბა და და­ძი­ნე­ბა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები