ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.

მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

"ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს", - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის იყო.