ვინ არის ქუთაისში Covid 19-ით დღეს გარდაცვლილი ქალი და რას წერდა ის "ფეისბუკში"
ვინ არის ქუთაისში Covid 19-ით დღეს გარდაცვლილი ქალი და რას წერდა ის "ფეისბუკში"
20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა "ბო­მონდში", კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, 60 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი აფხა­ზე­თი­დან იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ხუ­მის პირ­ვე­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლუდ­მი­ლა ანუაა. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. "თა­ვი­დან­ვე ურ­თუ­ლე­სი იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან მას არა­ერ­თი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. მათ შო­რის გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა­ში.

ლუდ­მი­ლა ანუ­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე, "არც
მას სჯე­რო­და კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის".

"აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი", - წერ­და ის.

სკო­ლა­ში, სა­დაც ლუდ­მი­ლა ანუა ას­წავ­ლი­და, 2-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს. სკო­ლის დი­რექ­ტორ ნონა დელ­ბას თქმით, სკო­ლის 50-ზე მეტ მოს­წავ­ლეს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, აფხა­ზე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად
ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ კლი­ნი­კებ­ში კი­დევ სამი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

სო­ხუ­მის მკვიდ­რი და­ვით და­სა­ნია სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" პოსტს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ლუდ­მი­ლა ანუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლებ­ლის, ლუდ­მი­ლა ანუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ლუდ­მი­ლამ ბოლო ხანს მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აფხა­ზურ ენა­ზე ლექ­სე­ბის კი­თხვის ონ­ლა­ინ­ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში და წაგ­ვი­კი­თხა სა­კუ­თა­რი ლექ­სი, Მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ დას­ცალ­და. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს იზამ, ცხოვ­რე­ბა ასე­თია".


ლუხო
22 სექტემბერი 2020 10:06
ღმერთმა აცხონოს, ძალიან მეწყინა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ახლობლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები