ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

ლევან გოფოძის თქმით, ის 60 წლის მამაკაცი იყო.

„პაციენტი აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ჰქონდა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდა, ასეთი ფატალური შედეგი დადგა", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

"ინტერპრესნიუსი"