ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა.

"დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე
3 და 4 სექტემებრს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო



საქართველო
23 სექტემბერი 2020 13:44
და რაღაყე წერთ მაშინ კორონათი გარდაიცვალაო თქვე კაი ხალხო.
23 სექტემბერი 2020 11:52
24 gardacvlilidan faqtiurad yvelas hqonda bevri sxva mzime daavadeba. Gripis sxva nebismieri forma samcuharod igive shedegs daayenebda. Ratom miecereba es yvelaferi koronas martlac gaurkvevelia da echvebsac achens.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?