საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1705-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო