კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებილი 3 თვის ჩვილია. ის ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლის შიოშვილის თქმით, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, მათ შორის ჩვილის ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

შიოშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.თუმცა პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს და ტესტირებას.

ამ დროისთვის,კახეთში covid 19 ის 39 ლაპორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

"ინტერპრესნიუსი"