"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და..." - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს სესილია თაყაიშვილზე - კვირის პალიტრა

"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და..." - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს სესილია თაყაიშვილზე

რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გენიალური "ცისფერი მთების" გადაღება გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა და მაყურებლის აღფრთოვანება მაშინვე გამოიწვია. ის ალეგორიული კომედიაა, რომელიც ნიღაბს ხსნის საბჭოთა ბიუროკრატიას და უპასუხისმგებლობას... პროექტის ავტორების - სცენარისტის, რეჟისორის დამსახურებაა, რომ მაყურებელმა დღესაც ზეპირად იცის ყველა ფრაზა და სცენა, რაც კი "ცისფერ მთებში" უნახავს და მოუსმენია.

დაუვიწყარია მსახიობის მიერ შესრულებული როლები და გამორჩეულად, სესილია თაყაიშვილის როლი, მისი ყველა ეპიზოდი... აღსანიშნავია, რომ მსახიობს სწორედ ამ სურათის გადაღებისას დაემართა გულის ინფარქტი და იმ სცენის გადაღებისას, როდესაც ამბობს - "ა, კიდე შემაქანა". რეჟისორ ელდარ შენგელაიას ის მაშინვე მაშინდელ "ლეჩკომბინატში“ გადაუყვანია.

იქ კი ახალგაზრდა ექიმი, კარდიოლოგი ანზორ მელია დახვდათ. ბატონი ანზორი სესილია თაყაიშვილს 21 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გვერდიდან არ სცილდებოდა.

პროფესორი ანზორ მელია AMBEBI.GE-სთან იმ დღეებს ახლა ასე იხსენებს:

"სასწული იყო ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. კარგია, რომ მის გასახსენებლად საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა... იმ დროისთვის ახალგაზრდა ექიმი გახლდით. ერთ დღესაც ყვირილი მესმის - "მიშველეთ, მიშველეთ, ვკვდები, ვკვდები". გავიხედე და კლინიკაში საკაცით სესილია თაყაიშვილი შემოჰყავთ. ელდარ შენგელაიაც მოვიდა, - 5-წუთიანი ეპიზოდი დაგვრჩა გადასაღები და მგონი, ინფარქტი დაემართა, ანზორ, მივხედოთო...

უცებ პროფესორებთან გადავრეკე, კონსილიუმი მოვაწყეთ... მართლაც, გაირკვა, რომ დიდი ინფაქრტი იყო და საკმაოდ მძიმე სიტუაცია, მის იმ მდგომარეობას რა განვითარება ექნებოდა, ძნელი სათქმელი იყო. ყველანი წავიდნენ, ინტენსიურში დავრჩით მე, ქალბატონი სესილია და ექთანი გულიკო. სესილია არ ჩერდებოდა, კიოდა, - ეს არის სასაკლაო, მკლავენ... აქ რა მინდაა?! (არადა, ზეზვა ღუღუნიშვილი იყო სამმართველოს უფროსი და ისეთი საუცხოო ინტენსიური მოგვიწყო, თავის აპარატურით, მონიტორებით, ვიტრაჟებით, შესანიშნავი ინტერიერით, მაშინ საქართველოში მსგავსი სიტუაცია და გარემო არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა).

მოკლედ, ვსხედვართ მე და ექთანი ფინურ მონიტორთან, რომელიც ლამაზად ციმციმებდა და პაციენტის მდგომარეობას ვაკვირდებით. სესილიამ ყვირილი უცებ შეწყვიტა, დაძაბული მიყურებს და მეუბნება, - სად არის ექიმი, რატომ არ შემოდის?! გულიკომ უთხრა, - ექიმი აგერაა. - ვინ? ესაა ექიმი და ამის ამარა დამტოვეს? ექიმის რა გიგავს? - გამომლანძღა. არადა, წვეთოვანი აქვს დაყენებული, თავზე დავტრიალებ, ერთ ამბავში ვარ...იხილეთ სრულად