ვინ არის კორონავირუსისგან გარდაცვლილი 26-ე პაციენტი? - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსისგან გარდაცვლილი 26-ე პაციენტი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. მისი თქმით, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

"პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე.

"ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"