არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სოფელ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე მაშინ დაარღვია, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა.

ერგნეთში შეხვედრაზე, უკანონო ბორდერიზაციის და ცხინვალის საპატიმროში საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"