"ამ გო­ლით "ლო­კო­მო­ტივს“ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე...მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი - კვირის პალიტრა

"ამ გო­ლით "ლო­კო­მო­ტივს“ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე...მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

24 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივი" ევროპალიგის "პლეიოფში" მოსახვედრად იბრძოლებს. მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ესპანური ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველადგილოსან "გრანადას" დაუპირისპირდება... ქართული გუნდი ესპანეთში "გრანადასთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.

გუშინ "ლოკომოტივმა" მატჩისწინა ვარჯიში "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე" თბილისის დროით 22:00 საათზე გამართა. დღეს თამაშიც ამ დროს დაიწყება.

17 სექტემბერს კი "ევროპალიგის" მეორე ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამოს’ 2-1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მამია გავაშელიშვილი იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მამია ამბობს, რომ მის წარმატებაში ლომის წილი მის მეუღლეს ანუნა იაშვილს აქვს. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

ambebi.ge-მ მამიასთან ესპანეთში წასვლამდე ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოსკოვის "დანამოსთან" გამარჯვებაზე საუბრით დავიწყეთ.

მამია გავაშელიშვილი:

"ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ბურთი ბევრჯერ გამიტანია, მაგრამ ეს განსაკუთრებული, მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო ჩემს კარიერაში და რაც მთავარია, ამ გოლით "ლოკომოტივს“ გამარჯვებაში დავეხმარე. როცა გავიტანე, ბოლომდე კიდევ არ მჯეროდა, თამაში რომ დასრულდა კიდევ გაოგნებული ვიყავი, მთელი საღამო ვერ ვიჯერებდი იმას, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მეორე დღეს გავაანალიზე, რაც მოხდა. მოკლედ, შოკში ვიყავი. მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მე ამ დღეებში ვიგრძენი. ეს ყველაფერი ორმაგი მოტივაციაა ჩემთვის. ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნებაა, რომ გულშემატკივარი გაახაროს და ბუნებრივია, ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა.

სპორტსმენებს ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ, ვიდრე თამაშში ჩაერთვებოდი, გრძნობდი რამეს?

როცა ვხურდებოდი, ვფიქრობდი, რომ თუ თამაშის საშუალება მომეცემოდა, აუცილებლად გავიტანდი. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, ძალიან მინდოდა და მჯეროდა კიდეც, რომ გავიტანდი. ყველა თამაშში გოლზე ვფიქრობ, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო, თანაც ვიცოდი რომ მეორე გოლი, ფაქტობრივად, გამარჯვებას უდრიდა და ასეც მოხდა.

წინ "გრანადაა“, ველოდოთ კიდევ ერთ სასწაულს?

- "ლოკომოტივს“ დასაკარგი არაფერი არ აქვს და ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავალთ სათამაშოდ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში. ყველა დამეთანხმება, რომ "კრაიოვასთან“ და "დინამოსთან“ მოგება შემთხვევითი არ იყო, გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა. რა თქმა უნდა, "გრანადა“ ფავორიტია, ლა ლიგაში თამაშობს წლებია და ეს ბუნებრივია, მათ თამაშზეც აისახება, თუმცა "ლოკომოტივი“ არაფრის დათმობას აპირებს. შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

"გრანადასთან“ თამაშს არაერთი სკაუტი დაესწრება, რადგან "დინამოსთან“ მოგებამ თქვენდამი ინტერესი გაზარდა. ის გარემოება, რომ ვიღაც გაკვირდება და შეიძლება, ერთი თამაშით ბევრად უფრო ძლიერ გუნდში გადახვიდეთ, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იქნება?

ეს თამაში ძალიან მაგარი საშუალებაა თავი გამოვიჩინოთ და შანსია კარიერული წინსვლისთვის, გვაქვს საშუალება, ყველას ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენთან 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და მათთვისაც ერთგვარი ტრამპლინი შეიძლება აღმოჩნდეს ეს თამაში, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ადრეა, ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ "ლოკომოტივის“ ძალა, აუცილებლად მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა. გაგრძელება