ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 227 ადამიანის ტესტირების შედეგად, 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"