ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი მოსინჯეს
24-09-2020
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი მოსინჯეს
სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთ თვე­ზე ცოტა მე­ტია დარ­ჩე­ნი­ლი. მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია, ხში­რად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­საც ფა­რავს, მაგ­რამ სა­ზო­ა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ.

23 სექ­ტე­მე­ბერს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ძალა ერ­თო­ბა­შია", რომ­ლის ღერ­ძიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა", სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი არა­სო­დეს მა­ლავ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბის" მი­სა­მარ­თით სიმ­პა­თი­ას, მისი ყო­ფი­ლი მე­ო­რე მე­უღ­ლე ერეკ­ლე კო­დუა კი, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გახ­ლდათ. ნა­ნუ­კამ მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა,
მის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის დროს მო­უ­წია.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი არ გახ­ლავთ, ვინც ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გდა...

ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან ყვე­ლა­ზე დიდი ნა­კა­დი პო­ლი­ტი­კა­ში 2008 წელს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" გა­და­ვი­და. მას მერე, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი­სას ტე­ლე­ვი­ზია და­არ­ბია, რის მე­რეც "იმე­დი"
ჯერ და­ი­ხუ­რა, შემ­დეგ კი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და.

"იმე­დი­დან" წა­მო­სულ­მა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ პარ­ტია "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბი" და­ა­ფუძნა. მას ზურგს უმაგ­რებ­დნენ კო­ლე­გე­ბი: მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით­კი, უკვე ინგა გრი­გო­ლი­აც... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თარ­გა­მა­ძის­თვის ეს პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლის მე­ო­რე ცდა იყო. მა­ნამ­დე ის "იბერ­ვი­ზა­ი­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, ჯერ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, მა­ლე­ვე კი ას­ლან აბა­ში­ძის "აღორ­ძი­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა და სწო­რედ ამ პარ­ტი­ის სიით გახ­და მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, ის პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და მა­ლე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას და­უბ­რუნ­და. თარ­გა­მა­ძე "ტე­ლე­ი­მედ­ში" 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე მუ­შობ­და, შემ­დგომ კი, რო­გორც უკვე ვთქვი, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად პარ­ტია ჩა­მო­აყლი­ბა. დღეს კი ის ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შია და ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს.

საკ­მა­ოდ მოკლე­ხა­ი­ნია გა­მოდ­გა ინგა გრი­გო­ლი­ას გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბა, ისე სწო­რედ თარ­გა­მა­ძის პარ­ტი­ის ეგი­დით გახ­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წვე­რი, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა მა­ლევ და­ტო­ვა და დღე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია...

მე­დი­ას და­უბ­რუნ­და მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლიც, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი თავი ვე­ღარ იპო­ვა და ამ­ჟა­მად სა­ხელ­წი­ფო აპა­რატ­ში მუ­შა­ობს.

მა­შინ­დე­ლი "იმე­დე­ლე­ბი­დან" ვინც პო­ლი­ტი­კას შე­მორ­ჩა ეს გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნია. რო­მე­ლიც პარ­ტი­ა­ში მარ­ტო­დარ­ჩე­ნი­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ას­თან გა­ერ­თი­ან­და.

ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი მა­ინც ჟურ­ნა­ლისტ ირმა ინაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გად­მა­ბარ­გე­ბაა. წარ­სულ­ში "პირ­ველ არხზე" მო­მუ­შა­ვე ირმა ინაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­ძუ­ლა და მა­ნაც სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ფუძნა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო მის­ვლა და გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა. ინაშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ პლატ­ფორ­მას ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ უყუ­რებ­და, ვიდ­რე ერთ დღე­საც არ გა­ირ­კვა, რომ ცი­ხის კად­რე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა­სა და მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი სწო­რედ მას და მის გუნდს ეკუთ­ვნო­და. ირმა მას შემ­დეგ "დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად" შე­ურთდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რი­გებს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­სი პარ­ტი­ით "ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან" რამ­დე­ნი­მე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტიც და­იმ­სა­ხუ­რა.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე ერთ-ერთი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია. პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი ამ თე­მა­ზე იმ­ჟა­მინ­დე­ლი "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მკვეთ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი პო­ლი­ტი­კა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ წა­ვი­და. მი­ქი­აშ­ვი­ლი ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი და­სის" სიით იყ­რი­და დი­დუ­ბე­ში კენ­ჭს, სა­დაც და­მარ­ცხდა. წა­გე­ბის შემ­დეგ ისევ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბად და­უბ­რუნ­და და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის პი­არ­ში სცა­და ბედი.

წლე­ბის წინ, "ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტი­ას შე­ურთდენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ნანა ლეჟა­ვა და ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ნანა ლეჟა­ვა ისევ მე­დი­ას და­უბ­რუნ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში და­ა­საქ­მეს, ერთი წლის წინ კი მშობ­ლი­ურ "რუს­თა­ვი 2"-ზე წამ­ყვა­ნად დაბ­რუნ­და. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?