ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი მოსინჯეს - კვირის პალიტრა

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი მოსინჯეს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. მართალია, კორონავირუსული პანდემია, ხშირად პოლიტიკურ პროცესებსაც ფარავს, მაგრამ საზოადოების გაოცებას პოლიტიკური პარტიები მაინც ახერხებენ.

23 სექტემებერს, ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი გაერთიანების "ძალა ერთობაშია", რომლის ღერძიც "ნაციონალური მოძრაობაა", სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ჟურნალისტი არასოდეს მალავდა "ნაციონალური მოძრობის" მისამართით სიმპათიას, მისი ყოფილი მეორე მეუღლე ერეკლე კოდუა კი, ძველი ხელისუფლების კუდ-ის მაღალჩინოსანი გახლდათ. ნანუკამ მედიასთან აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მის კანდიდატად დასახელებამდე ორი საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციის დროს მოუწია.

ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი არ გახლავთ, ვინც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაბარგდა...

ჟურნალისტიკიდან ყველაზე დიდი ნაკადი პოლიტიკაში 2008 წელს, ტელეკომპანია "იმედიდან" გადავიდა. მას მერე, რაც "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას ტელევიზია დაარბია, რის მერეც "იმედი" ჯერ დაიხურა, შემდეგ კი იმჟამინდელი ხელისუფლების ხელში გადავიდა.

"იმედიდან" წამოსულმა გიორგი თარგამაძემ პარტია "ქრისტიან დემოკრატები" დააფუძნა. მას ზურგს უმაგრებდნენ კოლეგები: მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, მოგვიანებითკი, უკვე ინგა გრიგოლიაც... აღსანიშნავია, რომ თარგამაძისთვის ეს პოლიტიკაში შესვლის მეორე ცდა იყო. მანამდე ის "იბერვიზაიში" წარმატებული ჟურნალისტური კარიერის შემდეგ, ჯერ აჭარის ტელევიზიას ჩაუდგა სათავეში, მალევე კი ასლან აბაშიძის "აღორძინების" ერთ-ერთი ლიდერად მოგვევლინა და სწორედ ამ პარტიის სიით გახდა მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ის პოლიტიკიდან წავიდა და მალევე ჟურნალისტობას დაუბრუნდა. თარგამაძე "ტელეიმედში" 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე მუშობდა, შემდგომ კი, როგორც უკვე ვთქვი, თანამოაზრეებთან ერთად პარტია ჩამოაყლიბა. დღეს კი ის ისევ ჟურნალისტიკაშია და ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავს.

საკმაოდ მოკლეხაინია გამოდგა ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსება, ისე სწორედ თარგამაძის პარტიის ეგიდით გახდა თბილისის საკრებულოს წვერი, თუმცა პოლიტიკა მალევ დატოვა და დღესაც წარმატებული ჟურნალისტია...

მედიას დაუბრუნდა მაგდა ანიკაშვილიც, თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი თავი ვეღარ იპოვა და ამჟამად სახელწიფო აპარატში მუშაობს.

მაშინდელი "იმედელებიდან" ვინც პოლიტიკას შემორჩა ეს გიორგი ახვლედიანია. რომელიც პარტიაში მარტოდარჩენილი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანდა.

ყველაზე ხმაურიანი მაინც ჟურნალისტ ირმა ინაშვილის პოლიტიკაში გადმაბარგებაა. წარსულში "პირველ არხზე" მომუშავე ირმა ინაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიძულა და მანაც საკუთარი ტელევიზია დააფუძნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა და გადაცემის წაყვანა. ინაშვილის თავისუფალ პლატფორმას ქვეყანაში სერიოზულად არავინ უყურებდა, ვიდრე ერთ დღესაც არ გაირკვა, რომ ციხის კადრების ქვეყნიდან გატანასა და მედიაში გავრცელებაში უდიდესი წვლილი სწორედ მას და მის გუნდს ეკუთვნოდა. ირმა მას შემდეგ "დამსახურებულად" შეურთდა პოლიტიკოსების რიგებს და მოგვიანებით თავისი პარტიით "ოცნების ხელისუფლებისგან" რამდენიმე სადეპუტატო მანდატიც დაიმსახურა.

სანდრო გირგვლიანის საქმე ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც წინა ხელისუფლება სერიოზულად შეარყია. პირველი სიუჟეტი ამ თემაზე იმჟამინდელი "იმედის" ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა მოამზადა. ვარდების ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი პოლიტიკაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ წავიდა. მიქიაშვილი ჯონდი ბაღათურიას პარტიის "ქართული დასის" სიით იყრიდა დიდუბეში კენჭს, სადაც დამარცხდა. წაგების შემდეგ ისევ საზოგადოებრივ ცხოვრებად დაუბრუნდა და სხვადასხვა კომპანიების პიარში სცადა ბედი.

წლების წინ, "ნაციონლური მოძრაობის" მმართველობის დროს ოპოზიციაში წასული ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას შეურთდენ ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა და ნათია ლაზაშვილი. ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ ნანა ლეჟავა ისევ მედიას დაუბრუნდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნათია ლაზაშვილი სახელმწიფო აპარატში დაასაქმეს, ერთი წლის წინ კი მშობლიურ "რუსთავი 2"-ზე წამყვანად დაბრუნდა. გაგრძელება