ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში ჯერჯერობით არ იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მეუფე გერასიმეს ტესტირება ხვალ იგეგმება.

"მეუფე თავად არ არის თვითიზოლაციაში. მესანთლე თბილისში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ ეპარქიაში დაბრუნდა და დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ, ის გადაყვანილია კლინიკაში. ხვალ აპირებს ტესტირებას. ვირუსის ნიშნები მეუფეს არ აქვს. ინფორმაციას ეპარქიის გვერდზე ცოტა ხანში გავავრცელებთ",
- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები