ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება - კვირის პალიტრა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში ჯერჯერობით არ იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მეუფე გერასიმეს ტესტირება ხვალ იგეგმება.

"მეუფე თავად არ არის თვითიზოლაციაში. მესანთლე თბილისში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ ეპარქიაში დაბრუნდა და დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ, ის გადაყვანილია კლინიკაში. ხვალ აპირებს ტესტირებას. ვირუსის ნიშნები მეუფეს არ აქვს. ინფორმაციას ეპარქიის გვერდზე ცოტა ხანში გავავრცელებთ", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.