"საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ"
24-09-2020
"საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ"
ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. წინა 2 კვირასთან შედარებით, დღეის მონაცემებით არსებული მატება 571%-ია, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება, რის გამოც აქცენტი მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ.

,,ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ,
მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ,
მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს რთული მდგომარეობა არ აღენიშნება, თუმცა შემთხვევები მატებასთან ერთად, შესაძლოა, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდოს.

,,ღონისძიებები, რომელიც დღეს დაანონსდა ალბათ, სწორიც არის, ბათუმის პირობებში ეს ღონისძიებები დროული იყო. ბათუმში პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი არ არიას მძიმე და რთული, თუმცა რაც უფრო მეტი იქნება შემთხვევები, მეტი იქნება გარდაცვალებაც და მეტი იქნება მძიმე პაციენტებიც. თუმცა ამ შეზღუდვებით, მოქალაქეების მაქსიმალურად მობილიზებით და მკურნალობის გააზრებით ვფიქრობ, მოვლენები აჭარასა და დანარჩენ საქართველოში დრამატულად არ უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

:ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები