ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა.მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.,,ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება", - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.