საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა და ჯამში 1759-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო