"ბო­დიშს ვუხ­დი მის გა­რე­მოც­ვას და ყვე­ლას, ვინც იც­ნობ­და ცხო­ნე­ბულ გუ­რამ შა­რა­ძეს" - რას წერს მსახიობი ილო ბეროშვილი
"ბო­დიშს ვუხ­დი მის გა­რე­მოც­ვას და ყვე­ლას, ვინც იც­ნობ­და ცხო­ნე­ბულ გუ­რამ შა­რა­ძეს" - რას წერს მსახიობი ილო ბეროშვილი
მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ილო ბე­როშ­ვი­ლი, გუ­რამ შა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"გუ­შინ­წინ ვი­ყა­ვი გა­და­ცე­მა "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში", სა­დაც იყო რუბ­რი­კა ბლიც-კი­თხვე­ბი და და­ის­ვა კი­თხვა: ვინ არის ყვე­ლა­ზე ცუდი ქარ­თვე­ლი? ჩემი პა­სუ­ხი იყო გუ­რამ შა­რა­ძე. მოკ­ლედ რა­შია საქ­მე: ეს იყო მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა და რა­ტომ... პა­პა­ჩე­მი იყო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი (ისიც ილია ბე­როშ­ვი­ლი) წლე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი ბავ­შვო­ბა მეს­მო­და ილი­ა­ზე ის­ტო­რი­ე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მკვლე­ლო­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო
მა­შინ და რომ გა­ვი­ზარ­დე კი­დევ სხვა­ნა­ი­რად, უფრო გა­აზ­რე­ბუ­ლად...

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გუ­რამ შა­რა­ძე იკ­ვლევ­და ილი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ( სხვა ბევრ რა­მეს­თან ერ­თად) თავ­ში ამო­მი­ვარ­და შა­რა­ძე, როცა ვა­პი­რებ­დი, რომ მეთ­ქვა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი (ბავ­შვო­ბი­დან მისი სა­ხე­ლი, ანუ გუ­რამ შა­რა­ძის და ის სა­ში­ნე­ლი მკვლე­ლო­ბა ერ­თად ხში­რად მეს­მო­და და ამან
გა­მო­იწ­ვია ეს შეც­დო­მა!)

ბო­დიშს ვუხ­დი მის გა­რე­მოც­ვას და ყვე­ლას, ვინც იც­ნობ­და ცხო­ნე­ბულ გუ­რამ შა­რა­ძეს, ან ვინც უბ­რა­ლოდ მას პა­ტივს სცემ­და. ეს იყო ბლიც კი­თხვე­ბი და რომ არ მე­ნა­ხა ჩა­ნა­წე­რი მას შემ­დეგ რაც ში­ნა­ურ­მა მი­თხრა, რაც ვთქი შე­იძ­ლე­ბა ასეც დარ­ჩე­ნი­ლი­ყო", -წერს ბე­როშ­ვი­ლი. (წყარო)

ცნო­ბის­თვის, გა­და­ცე­მა "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში" ილო ბე­როშ­ვილ­მა კი­თხვას, თუ ვის მი­იჩ­ნევს ყვე­ლა­ზე ცუდ ქარ­თვე­ლად, უპა­სუ­ხა, რომ გუ­რამ შა­რა­ძეს.



მაია ბერიშვილი
25 სექტემბერი 2020 22:16

გამიხარდა რომ შეცდომა იყო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?