ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.

ინფიცირებული 54 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

"პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.

პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე",- აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"