როგორი ამინდი იქნება საქართველოში 26 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 26 სექტემბერს

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.