N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
26-09-2020
N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გეგმური PCR ტესტირების შედეგად, N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

"მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა,
25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც
ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება",- აღნიშნულია განცხადებაში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები