"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს"
26-09-2020
"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან
0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები