"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"