"თავად ბადრისაც აქვს ნათქვამი, ანდრეა ძალიან მომწონდა, მით უფრო, ცოლს უკვე გაშორებული ვიყავიო"
"თავად ბადრისაც აქვს ნათქვამი, ანდრეა ძალიან მომწონდა, მით უფრო, ცოლს უკვე გაშორებული ვიყავიო"
გასაკვირია, როგორ ახერხებდნენ ქართველი კინორეჟისორები შედევრების შექმნას, როდესაც ხელს ძალიან ძლიერი სახელმწიფო უშლიდათ.
თაობებისთვის­ საყვარელი ფილმების ("მზე შემოდგომის",­ "რაჭა, ჩემო სიყვარულო", "მიმინო" და სხვ.) რეჟისორი თემურ­ ფალავანდიშვილი­ "კვირის პალიტრასთან" ბევრ საინტერესო ამბებს იხსენებს:

"რაჭა, ჩემო სიყვარულო" სლოვაკეთშია­ გადაღებული. კულტურის მინისტრმა გადაღების დასრულების შემდეგ უზარმაზარი სუფრა გაგვიშალა. დავითვალე და 20 ოფიციანტი გვემსახურებოდა. პირველად რაღაც წვნიანი შემოგვიტანეს, რომელსაც 20-ლიტრიანი თეთრი ღვინო მოაყოლეს. სანამ ზოგიერთი ჩვენგანი წვნიანს გეახლებოდათ, ბოციდან ღვინო ჩამოგვისხეს, დარჩენილი კი იქვე
ბოცითვე შემოდგეს მაგიდაზე. ზუსტად ასე "მოექცნენ" წითელი ღვინის ბოცასაც, რომელიც ხორცს შემოაყოლეს. ერთი სიტყვით, საღამოს 6 საათი ისე მოვიდა, ღვინო დაულეველი დარჩა, მაგრამ ვინ დატოვებდა - დოდო აბაშიძემ სავსე ბოცებს გადახედა და მინისტრს რაღაც წასჩურჩულა.­ მერე გავიგე, უთქვამს, თუ დაგვპატიჟე, კიდეც გვასიამოვნე, ამ 20 ოფიციანტიდან
მხოლოდ 2 დაიტოვე, ბოცები სუფრაზე შემოდგი, ჩვენ მივხედავთო!

- ძალიან გაუბედავს, თუმცა ამბობენ, დოდო აბაშიძე უცხოეთის კინოფესტივალებზე ცნობილი იყო ქართული "თავგასულობით", კა-გე-ბეს აგიჟებდაო.

- კი, ასე იყო. როდესაც ირანის ფესტივალზე ნანა მჭედლიძის ფილმი "პირველი მერცხალი" ოქროს პრიზით დაჯილდოვდა, დოდომ გამოაცხადა, ეს რა ოქროა, ირანელებმა იმდენი ოქრო წაიღეთ საქართველოდან, მილიონჯერ ამდენი უნდა მოგეცათო. ამას ისიც დაუმატა, ირანის დედოფალს ნაძლევზე აკოცა ხელზე.
მოკლედ, ეს ამბები კა-გე-ბემ ირანში გაანეიტრალა, მაგრამ ხსენებულ ფესტივალზე თურმე სლოვაკი მინისტრიც იმყოფებოდა და დოდომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ფილმის გადაღებისას მინისტრი და დოდო უკვე მეგობრები იყვნენ და ადვილად "მოილაპარაკეს". მერე კი, ცხადია, დოდო იყო თამადა. სუფრის დასასრულს მინისტრმა მითხრა, რა საოცარი დოდო აბაშიძე გყავთ,­ ეგ რომ არა, ახლა ცხრაჯერ გამოძინებუ­ლი ვიქნებოდი და ეს საღამო არასოდეს დადგებოდაო!

ამ ფილმის გადაღებისას იპოლიტე ხვიჩიაც მთელი სიცოცხლე დამამახსოვ­რდა.­ ყველას გამოგვიცდია, რა სიხარულით ხვდებოდნენ ჩვენი ახლობლები უცხოეთიდან ჩამოტანილ სუვენირებს, ჩვენც ვცდილობდით მათ შეძენას.­ იპოლიტეს კი, რომელიც თავის მრავალრიცხოვან­ ოჯახზე გიჟდებოდა, გახედვაც არ უცდია მაღაზიებისკენ. თვე-ნახევრის განმავლობაში არც ერთში არ შეუდგამს ფეხი. მხოლოდ ასისტენტს სთხოვა, თუ კაცი ხარ, ერთ-ორი რაღაც გამატანე შინო და მაღაზიაში ის გაგზავნა. თავად იჯდა და ნარდს თამაშობდა...

ამ ფილმში ულამაზესი შეყვარებული­ წყვილია: ჩვენი ბადრი კაკაბაძე და დარინა - სლოვაკი ანდრეა ჩენდერლიკოვა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო. სცენარით ქერათმიანი უნდა ყოფილიყო, მე კი იმდენად არ მომეწონა მისი საშინელი ქერა პარიკი, რომ იმწუთას მოვახსნევინე, და გოგონა იმავე წამს ჩემს მეგობრად იქცა.

- მართალია, რომ ბადრი კაკაბაძეს ეს გოგონა შეუყვარდა.

- რატომ არ უნდა შეჰყვარებოდა! თავად ბადრისაც აქვს ნათქვამი, ანდრეა ძალიან მომწონდა, მით უფრო, ცოლს უკვე გაშორებული ვიყავიო. მაგრამ ცხოვრებაში ისე როდია, როგორც კინოში, და ეს გოგონა მალე გათხოვდა. სხვათა შორის, მისი ქალიშვილი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგანია. (იხილეთ სრულად)



Zaza
27 სექტემბერი 2020 14:37
დდკ ხო კგბ სტალინი და კიდე თეთრი დათვები დაგავიწყდათ აი რამდენი რამე და ვინმე იყო თურმე ხელშემშლელი მიტო იყო ხო კინიო და თეატრი უმაღლეს დონეზე და დღეს ხოხართ თავისუფლები.რაგიშლით ხელს წარსულის ამარა რო დავრჩით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები