ბათუმის სამშობიარო სახლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე თბილისში გადმოიყვანეს
26-09-2020
ბათუმის სამშობიარო სახლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე თბილისში გადმოიყვანეს
ბათუმის სამშობიარო სახლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ექიმის ნუგზარ პაპავას განცხადებით, ფეხმძიმეს სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

"დღეს საღამოს გადაიყვანეს ბათუმიდან თბილისში, ქალს აღენიშნებოდა კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურა და სუნთქვის გაუარესება. ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა, გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, რომ თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში",
- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

ბათუმის სამშობიარო სახლში 14 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები