საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელუბულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა - სულ რამდენი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში? - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელუბულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა - სულ რამდენი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.