"ორჯერ ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითია" - თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი აღარ აქვს - კვირის პალიტრა

"ორჯერ ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითია" - თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი აღარ აქვს

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი "ფეისბუუქის" პირად გვერდზე წერს.

"ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის) ტესტების პასუხები უარყოფითია, უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან. მადლობა დიდი, გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია??? სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა", - წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს და მის მეუღლეს ვირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდათ.

წყარო