რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარი ავარიიის დროს გადარჩენილი ნატალია თხელიძე
რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარი ავარიიის დროს გადარჩენილი ნატალია თხელიძე
შატილის გზაზე სოფელ ბისოსთან მომხდარ ტრაგედიას ერთ-ერთი გადარჩენილი ნატალია თხელი თხელიძე ტვ პირველთან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:

"ჩემი მეხსირება წყდება იმ დროიდან, თაფლის საყიდლად რომ გავჩეწრდით. მეტი აღარაფერი მახსოვს. ქარი იყო, ფოტოები ძლივს გადავიღეთ, გზა არ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს რომ ვერ ვისადილეთ. გვინდოდა, რომ სადმე ქვემოთ რესტორანში გვესადილა. .. ძალიან ვნერვიულობ ხატიაზე. ის უნდა იყოს კარგად, როგორც მე ვარ. ძალზე ვნერვიულობ, რაც გონზე მოვედი, ჩემს ძმას ვეხვეწები ყველაფერი მითხარით, არაფერი
დამიმალოთ- მეთქი...მპასუხობენ არაფერს გიმალავთო..სახლში მინდა...მინდა, რომ ანალიზის პასუხი კარგი იყოს და სახლში გამიშვან"-ამბობს ნატალია.


შეგახსენებთ, რომ  ამა წლის 22აგვისტოს შატილის გზაზე საშინელ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სოფელ ბისოსთან "მერსედესის"მარკის მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა, 3 გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლისათვის ბრძოლა ექიმების გამარჯვებით დასრულდა, მათ
შორის არის ნატალია თხელიძე.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები