"ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო!"
"ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო!"
"5 წლისა თურმე 40 კილოგრამს ვწევდი. მამაჩემი სულ მავარჯიშებდა, თმას მპარსავდა და ისე გავყავდი ბიჭებთან შეჯიბრებებზე. ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მომაბეზრებელი თაყვანისმცემლების დასაფრთხობადაც გამომიყენებია. ერთხელ ერთი ისე დავახეთქე მოგვერდზე, ტირილი დაიწყო. ამის შემდეგ ერთი თვე სკოლაში არ უვლია, მაგრამ ეს ადრე იყო, მერე უფრო თავდაჭერილი გავხდი"

ქალბატონები არიან ჭკვიანები, ლამაზები, ნიჭიერები, გამჭრიახები, მოხერხებულები, სექსუალურები...­ ბევრნაირნი არიან, მაგრამ იშვიათია ფიზიკურად ძლიერი სუსტი სქესის წარმომადგენელი. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი,­ სამბოს ცნობილი ფალავანი ნინო ოძელაშვილი
სწორედ ასეთია.­ მასთან ინტერვიუ პანდემიის თემით­ დავიწყეთ, რომელმაც ბევრ სხვა რამესთან ერთად ნინოს სპორტული გეგმებიც არია...

- პანდემიამ ყველას და ყველაფერს შეუქმნა პრობლემები და ცხადია, სპორტის­ იმ სახეობასაც, რომელშიც მე ვასპარეზობ. ტურნირები გადაიდო, ჯერჯერობით დატოვეს მხოლოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები და ჩვენი გუნდი და ფედერ­აცია
მოუთმენლად ველოდებით ნოემბერს. სულ შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი,­ ახლა მოვიწყინე, თუმცა კუნთი რომ არ მომიდ­უნდეს, სულ ვვარჯიშობ და ველოდები იმ დღეს, როცა საასპარეზოდ გავალ... წყნეთში დიდი სახლი გვაქვს და იქ მოგვიწყო მამამ სავარჯიშო დარბაზი, სადაც ხან მე, ხანაც ჩემი ძმები ვვარჯიშობდით. ზაფხულში ზღვისპირეთში დავისვენე, იქაც ვივარჯიშე და ნამზეურით დავბრუნდი. მოვასწარი, სანამ პანდემია შეუტევდა ბათუმს. ახლა ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც რუსეთში ტარდება. მაისში იყო დაგეგმილი, მაგრამ ნოემბერში­ გადაიტანეს.

- მხოლოდ ჭიდაობაში ვარჯიშობთ თუ ცეკვაშიც? მაყურებელი შეეჩვია, რომ ცეკვა­ თქვენი გამარჯვების თანმხლები რიტუალია და მას ყოველთვის განსაკუთრებულად ელის...
- მთელ დროს ჭიდაობას ვუთმობ, თორემ­ ცეკვისთვისაც რომ გავიმეტო დღეში­ რამდენიმე საათი, დარწმუნებული­ ვარ, კარგი შედეგი მექნება. ცეკვის გაკვეთი­ლებზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, რაც 2017 წელს მინსკში ევროპის ჩემპიონი­ გავხდი. შემდეგ ჩვენმა მაშინდელმა­ პრემიერ-მინისტრმა დამაჯილდოვა და გამე­ხუმრა, ჭიდაობა არა, მაგრამ ცეკვა გაქვს დასახვეწიო.

- სამბოს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს ვლადიმირ პუტინი...
- კი, სამბო განსაკუთრებით უყვარს. ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე, მე რომ ჩემპიონი გავხდი, მაშინაც ესწრებოდა ასპარეზობას. დარწმუნებული ვარ, არც ნოემბერში მოაკლებს ყურადღებას საასპარეზო მოედანს და ქალი არ ვიყო, თუ ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო!

- მაგრამ არცთუ ქალური სპორტის სახეობა აირჩიეთ... რატომ?
- ბავშვობიდან მომწონდა ჩხუბის, წესების გარეშე ბრძოლისთვის თვალის დევნება. მძაფრსიუჟეტიან ფილმებს რომ ვუყურებდი მებრძოლ ქალბატონებზე, სისხლი მიდუღდა. ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. 5 წლისა თურმე 40 კილოგრამს ვწევდი. ეს შემამჩნიეს მშობლებმა და მამაჩემი სულ მავარჯიშებდა. თმას მპარსავდა და ისე გავყ­ავდი ბიჭებთან შეჯიბრებებზე... იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც სამბოს ჭიდაობას გვიშლიდნენ - ქალს აქ რა უნდა, ბიჭებს თავგზა აერევათო. სულელური არგუმენტებით გვიშორებდნენ, არადა, ბევრი კარგი გოგონა ჭიდაობდა, რომელთაც ასეთი დამოკიდებულების გამო გული აუცრუვდათ.
ჩემი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი განსაკუთრებულია.­ ნატალია სმალი ჩემი უკრაინელი მეტოქეა, რომელთანაც სულ ვმარცხდებოდი, მაგრამ ჯონისთან ერთად დეტალურად შევისწავლე მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომამზადა მასთან საბრძოლველად. მეამაყება, რომ ჩემი მწვრთნელია.

მე ჩვენს სახეობაში სტერეოტიპი­ დავარღვიე - ყოფილ მეუღლეს გამოვუცხადე,­ იმ შემთხვევაში გამოგყვები ცოლად, თუ ვიჭიდავებ-მეთქი, მაგრამ მან ვერ გაუძლო. რაც უფრო წარმატებული ვხდე­ბო­დი,­ მით უფრო ეჭვიანობდა, ხასიათი­ უფუჭდებოდა, ურთიერთ­ობა გვეძაბებოდა. მოკლედ, გავშორდი.­ მომწონს, როცა ასპარეზობისას ქმარი გულშემატკივრობს­ ცოლს, მაგ­რამ ჯერ ასეთ მამაკაცს ვერ ვხედავ, ამიტომ მარტო­ ვარ. დრო რომ გადის, ფიქრობ, მეორე ნახევარი რისთვის გინდა?­ თუმცა ლამაზ წყვილს რომ ვხედავ, გულს უხარია.

- თქვენი ძალა ოდესმე არასპორტული მიზნით გამოგიყენებიათ?
- ბავშვობიდან ბიჭებს ტოლს არ ვუდებდი. ჩხუბშიც მიმიღია მონაწილეობა. ყოფილა შემთხვევა, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მომაბეზრებელი თაყვანისმცემლების დასაფრთხობადაც გამომიყენებია.­ ერთხელ ერთი ისე წამოვიღე და დავახეთქე მოგვერდზე, ტირილი დაიწყო და ძალიან შემეცოდა. ამის შემდეგ ერთი თვე სკოლაში არ უვლია, მაგრამ ეს ადრე იყო, მერე უფრო თავდაჭერილი გავხდი...

- 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება?
- მინდა ჩემს მედლებს შორის ოლიმპიური ოქროს მედალიც იყოს. თუ ოცნებაა,­ ოცნება იყოს - კარგი ქმარ-შვილიც მინდა. შემდეგ 10 წელში მინდა წარმატებული ახალი თაობა აღვზარდო, როგორც მთავარმა მწვრთნელმა.



ikobe
02 ოქტომბერი 2020 11:08
სხვისი არ ვიცი მაგრამ პირადად მე მეამაყები :)
vaxo
02 ოქტომბერი 2020 10:55
წარმატებები ნინო :)
გურამი
02 ოქტომბერი 2020 10:41
ძალიან საყვარელი გოგო ხარ.მაგრამ ოჯახი უნდა შექმნა შენნაერი ლამაზი გოგოები რომ გყავდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები