ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები - კვირის პალიტრა

ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამი პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი არის აჭარაში, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისშიც გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანხმლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული სინდრომი, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო